მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი ”პსჟ”-ზე საუბრობს

ალვესი ”პსჟ”-ზე საუბრობს

 

”ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალევსმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრნაფერო ფანჯრის დროს ”პსჟ”-ს წარმომადგენლებთან ჰქონდა კონსულტაციები.

 

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს ბრაზილიელი კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ის მიიჩნევდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მხარს არ უჭერდნენ, რაზეც მან პრესასთან ისაუბრა. ამის შემდეგ ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ არ იცოდა დანის გულისწუხილი და დაამატა, რომ ის მისი გუნდის უცვლელი წევრია.

 

”ნამდვილად, ზაფხულში ფრანგული ”პსჟ”-ს წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი ჩემზე გავრცელებული ჭორების შემდეგ, რომელიც პრესაში იბეჭდებოდა. და უნდა ვაღიარო, რომ პარიზელებმა ჩემთვის კარი ნახევრად ღია დატოვეს” – განაცხადა დანი ალვესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში