მოგეხსენებათ, გუშინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. თავისი უკანასკნელი შეხვედრა გამართა ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა, “ფურია როხამ” ჩილეს სძლია 2:1 და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, 1/8 ფინალში “ესპანელი ხარები” პორტუგალიელებს დაუპირისპირდებიან. მოგეხსენებათ, მატჩის შემდეგ ყოველთვის სახლედება მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ამჟამად ეს წოდება “ბარსელონას” მე–8 ნომერს და ესპანეთის ნაკრების მე–6 ნომერს ერგო – საუბარია ანდრეს ინიესტაზე. ანდრესმა უდიდესი წვრილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, იგი მეორე ბურთის ავტორია, რომელიც ვილიას გადაცემის შემდეგ შეაგდო.
წყარო: fifa.com



