კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩის შემდეგ ძალიან გახარებული იყო. შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ეთამაშა ჩილეს ნაკრებს და დიდი გაჭირვებით, თუმცა მაინც დაამარცხა ანგარიშით 2:1.
“ჩვენ გვჭირდებოდა გამარჯვება და გავიმარჯვეთ კიდეც. ესპანეთის ნაკრები თავის ოცნების ასახდენად მიემართება. ჩვენ 1/8 ფინალში არ გველი იოლი მატჩი. პორტუგალია შესანიშნავი გუნდია, თუმცა თუკი ჩვენ მივინდომებთ, შევძლებთ მათ დამარცხებას. “ლა როხა” აგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონობისათვის”. ციტირებს ინიესტას სიტყვებს AS.
ესპანეთის ნაკრებს მართლაც რომ არ ელის ადვილი გასეირნება 1/8 ფინალში. პორტუგალიამ თავის ჯგუფში 2 ფრე და 1 მოგება მოიპოვა. მათ შესანიშნავი თამაში აჩვენეს ჩრდილოეთ კორეასთან და გაანადგურეს ისინი ანგარიშით 7:0.