workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილა: “მატჩის ბოლოს დავდექით დაცვაში, რათა შეგვენარჩუნებინა ანგარიში”

ვილა: “მატჩის ბოლოს დავდექით დაცვაში, რათა შეგვენარჩუნებინა ანგარიში”

კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი გაჭირვებით, 2:1 სძლია. საბოლოო ჯამში ესპანეთიც და ჩილეც, ორივე გავიდნენ 1/8 ფინალში.

“ჩვენი მატჩისწინა მდგომარეობა არ იყო სახარბიელო: აუცილებლად უნდა გაგვემარჯვებინა, რათა გავსულიყავით 1/8 ფინალში. მატჩის დასასრულისას ესპანეთის ნაკრები დადგა დაცვაში იმიტომ, რომ ეს სამი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ გამარჯვება და გავედით კიდეც ფლეი–ოფში”. ციტირებს ვილას სიტყვებს AS.

ასე და ამგვარად 1/8 ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

წყარო: sports.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში