ლონდონის “არსენალისა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ცესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ მისი იდეალი ყოველთვის იყო, კატალონიის “ბარსელონას” ატავრი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა. ფაბრეგასის თქმით, “ბარსელონა” მისი სახლია:
“გვარდიოლა ყოველთვის იყო ჩემი იდეალი. იგი ყოველთვის სამაგალითო იყო. ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს “ბარსაში” გადაბარგება, რადგანაც ეს ჩემი სახლია. იქ ყველა თბილად დამხვდება,” ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Daily Mirror.
ცნობისთვის, კატალონიური კლუბი ცესკის დაბრუნებას უკვე მეორე წელია ცდილობს.
წყარო:soccer.ru

