workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
25.329 კილომეტრი წინასასეზონო მზადებისას

25.329 კილომეტრი წინასასეზონო მზადებისას

სანამ ესპანეთის ჩემპიონი, კატალონიის “ბარსელონა” 2010/11 წლების ლა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება, პეპ გვარდიოლას და მის შეგირდებს, წინასასეზონო მზადების დროს, 25.329 კილომეტრის დაფარვა მოუწევთ. კატალონიელები წელს ნორვეგიასა და აზიის ქვეყნებში გამართავენ ამხანაგურ მატჩებს.

ბარსელონა-ოსლო-ბარსელონა

ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ ღებულობენ, გუნდს 19 ივლისს შეუერთდებიან რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ და მასთან ერთად გაფრიდებიან ნორვეგიაში ადგილობრივ “ვალერენგასთან” ამხანაგური მატჩის გასამართად. ოსლომდე და უკან გზა 4.290 კილომეტრს შეადგენს და შინ დაბრუნებამდე კატალონიელებს სწორედ ამ მანძილის დაფარვა მოუწვთ.

 

ბარსელონა-სეული

4 აგვისტოს “ბარსას” აზიური ტურნეს პირველი მატჩი აქვს გასაამრთი K-ლიგის ნაკრებთან სამხრეთ კორეის დედაქალაქე სეულში. ბარსელონადან სეულამდე 9.612 კილომეტრია.

 

სეული-ბეიანგი

პეპ გვარდიოლას გუნდის მორიგი გარჩერება ჩინეთი იქნება. კატალონიელები ადგილობრივ “გოანს” დაუპირისპირდებიან, ამისათვის სეულიდან 957 კილომეტრის ფრენა მოუწევთ. ეს მატჩი 8 აგვისტოს გაიმართება.

 

ბეიანგი-ბარსელონა

აზიური ტურნეს შემდეგ კატალონიელებს შინ დასაბრუნებლად 8.808 კილომეტრის დაფარვა მოუწევთ. 14 აგვისტოს ისინი სევილიაში ითამაშებენ ადგილობრივ გუნდთან ესპანეთის სუპერთასზე, 21 აგვისტოს კი იმავე ტურნირზე, განმეორებით მატჩს, უკვე “კამპ ნოუზე” ჩაატარებენ. სევილიაში მოგზაურობის დროს “ბარსას” ფეხბურთელები კიდევ 1.662 კილომეტრს დაფარავენ.

 

აქვე გაგაცნობთ ბოლო 4 წლის მანძილზე, წინასასეზონო მზადების დროს გუნდის მიერ დაფარულ მანძილსა და ჩატარებული მატჩების რაოდენობას:

სეზონი კილომეტრი თამაში
2006-07 25.000 9
2007-08 28.059 7
2008-09 19.000 5
2009-10 24.167 5
2010-11 25.329 5
წყარო: fcbarcelona.cat
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward