დღეს, ქალაქ პოჩესტრუმში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს ვარჯიში ჰქონდათ. მათთან ერთად იყო სერხიო რამოსიც. რამოსმა ტრავმა შვეიცარიასთან მატჩში მიიღო. ამის შემდეგ იგი სპორტულ დარბაზში მარტო ვარჯიშობდა, რათა მომზადებულიყო მთავარი მატჩისათვის, სადაც ესპანეთის ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდება. როგორც ცნობილი გახდა, სერხიოს ტრავმა არც თუ ისე მძიმე გამოდგა და ხვალ იგი შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას.
ესპანეთის ნაკრებმა პირველი მატჩი შვეიცარიასთნ გამართა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, 0:1 დამარცხდა. შემდეგ იყო მატჩი ჰონდურასის ნაკრებთან. ამ მატჩში შესანიშნავი იყო დავიდ ვილა და “ლა როხამ” სწორედ მისი დუბლის წყალობით მოიპოვა გამარჯვება. როგორც ზევით მოგახსენეთ, ხვალ იმართება გადამწვეტი, მესამე მატჩი, სადაც გაირკვევა თუ ვინ გავა ჰ(ეიჩ) ჯგუფიდან 1/8 ფინალში.
წყარო: soccer.ru