მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველმა, სერხიო რამოსმა ტრავმის გამო შეიძლება გამოტოვოს მსოფლიოს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ, იტყობინება AS. სერხიო რამოსმა ტრავმა შვეიცარიელებთან მატჩში მიიღო, თუმცა ჰონდურასთან მაინც ითამაშა. გუნდის ბოლო ვარჯიში რამოსმა გამოტოვა, იგი სპორტულ დარბაზში მარტო ვარჯიშობდა. მხოლოდ ეს არ არის ესპანელების დანაკლისი. შეიძლება გადამწყვეტი მატჩი ანდრეს ინიესტამაც გამოტოვოს, მასაც ტრავმა აწუხებს. რამოსს სავარაუდოდ მისივე თანგუნდელი ალვარო არბელოა შეცვლის. ახალგაზრდა მცველს ესპანეთის ნაკრების მაისურით 62 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გატანილი.
წყარო:soccer.ru