workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატა: “ახლა მხოლოდ ჩილესთან გასამართ მატჩზე ვფიქრობ”

მატა: “ახლა მხოლოდ ჩილესთან გასამართ მატჩზე ვფიქრობ”

“ვალენსიას” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ხუან მატამ გააკეთა კომენტარი მისი “ბარსელონაში” გადასვლის თაობაზე.

“მე ჯერჯერობით “ვალენსიას” ფეხბურთელი ვარ. ვიცი, რომ იყო ხმები ჩემი “ბარსაში” გადასვლის შესახებ, თუმცა კონკრეტულად ამის შესახებ არაფერი ვიცი. ამჟამად მე ვიცავ ესპანეთის ნაკრების ღირსებას და ვფიქრობ მხოლოდ ჩილესთან გასამართ მატჩზე. იმედია, ჩილეს ნაკრებთან კარგად ჩავატარებთ მატჩს და მოვიგებთ კიდეც. დარწმუნებული ვარ ჩვენ 1/8 ფინალში ვითამაშებთ.” ციტირებს მატას სიტყვებს La Sexta Deportes.

როგორც მოგეხსენებათ სულ ახლახანს გავრცელდა ხმები, ვითომ ხუან მატა გადავიდა “ბარსელონაში” 20 მილიონ ევროდ. თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა, რადგან თვითონ ფეხბურთელი არ არის ამ საქმეში ჩართული.

წყარო: sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში