workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:”გოლის გატანა მუნდიალზე, ეს უბრალოდ დროის საკითხია”

მესი:”გოლის გატანა მუნდიალზე, ეს უბრალოდ დროის საკითხია”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერის ლეო მესის თქმით , მას არ აღელვებს ის ფაქტი, რომ მას ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე გოლი არ გაუტანია. ლიონელის თქმით, გოლის გატანა, მხოლოდ დროის საიკითხია: “ის, რომ მე ჯერჯერობით მუნდიალზე გოლი არ გამიტანია, მხოლოდ დროის საკითხია.იმ ფეხბურთმა რასაც საბერძნეთის ეროვნული ნაკრები თამაშობდა, არ მომცა გოლის გატანის საშუალება. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ გოლი არ გაეშვათ. ბერძნების თითქმის ყველა ფეხბურთელი დაცვაში იდგა და ცდილობდა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ჩვენ გოლი არ გაგვეტანა, თუმცა ჩვენ ისინი გავტეხეთ და გოლი გავიტანეთ. ჩვენ გავიმარჯვეთ , მთავარი ესაა”, განაცხადა ლეო მესიმ. ცნობისთვის არგენტინელმა 2009/10 წლების პრიმერაც ვერ დაიწყო შედეგიანად, თუმცა მერე მოუმატა და საბოლოოდ ლა ლიგის ბომბარდირი გახდა 34 გოლით.

წყარო:sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში