მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალის ექიმი: ”ერიკს კარიერის გაგრძელების შანსი აქვს”

აბიდალის ექიმი: ”ერიკს კარიერის გაგრძელების შანსი აქვს”

”ბარსელონას” ფეხბურთელის, ერიკ აბიდალის მკურნალმა ექიმმა, ხუან კარლოს გარსია-ვალდეკასასმა ისაუბრა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას.

”გადანერგილი ღვიძლი შეიძლება სრულად აღდგეს, ამისთვის საჭიროა დრო. ამჟამად ერიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შანსები არის. ამგვარ სიტუაციაში ბევრი რამ თავად მასზე იქნება დამოკიდებული” – ექიმის სიტყვებს ”TV3” ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფრანგმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 10 აპრილს გაიკეთა, ხოლო უკანასკნელად საფეხბურთო მოედანზე ის 29 თებერვალს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გავიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში