”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ესმის ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვტილება და ის მხარს უჭერს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიტო ვილანოვას დანიშვნას.
”გვარდიოლას დაღლა ბუნებრივია, თუკი ყურადღებას მივაქცევთ იმ ინტენსივობას, რასთან ერთადაც ის ცხოვრობს. ის ძალიან დიდ დატვირთვებს იღებდა. ეს ბოლომდე გღლის. სხვა სპეციალისტები იმავეს არ აძლევენ გუნდს, რასაც გვარდიოლა აძლევს” – განაცხადა სესკმა.
”პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ტიტო ძალიან კარგი ადამიანია. ის გამარჯვებული მენტალიტეტის მქონეა. ის იზიარებს გვარდიოლას ხედვებს და იცის, როგორ მიიღოს ფეხბურთელებისგან საუკეთესო. მე არ მიყვარს პროგნოზების კეთება, თუმცა ”ბარსელონა” ვილანოვას ხელში შესანიშნავი გუნდი იქნება. ვიცი, რომ ტიტოს გუნდის საკუთარ სტილში მართვა სურს. ასევე ვიცი, რომ ჩემს დაბრუნებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის” – დაასრულა სესკმა.
