workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტორესი: “ჩვენ კვლავ ვერ შევეჩვიეთ “ჯაბულანის” ბურთს

ტორესი: “ჩვენ კვლავ ვერ შევეჩვიეთ “ჯაბულანის” ბურთს

“ლივერპულის” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთმა 2:0 დაამარცხა ჰონდურასის ნაკრები.

“ძალიან მიხარია ჰონდურასთან მატჩში რომ მივიღე მონაწილეობა. ჩვენ კვლავ გვჭირდება დრო, რომ შევეჩვიოთ “ჯაბულანის” ბურთს. ჯერჯერობით ის ჩვენ არ გვემორჩილება. წინა მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა, ხოლო ჰონდურასთან ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ. ასე რომ შედეგით კმაყოფილი ვარ.” ციტირებს ტორესის სიტყვებს Reuter.

ესპანეთის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს გამართავს ჩილეს წინააღმდეგ. “ლა როხას” ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

წყარო: sports.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში