მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელმა, ილიე სანჩესმა საბოლოოდ მიიღო ექიმებისგან თამაშის უფლება და სეზონის ბოლოს დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

შეგახსნებთ, რომ ილიეს ოპერაცია გასული წლის 6 ივნისს ჩაუტარდა. ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ქუსლზე ძვლის მცირე ნაწილი გაუხეხეს, რის გამოც ის დისკომფორტს განიცდიდა. თავდაპირველი ცნობით ფეხბურთელს 15 დღე გაუცდებოდა, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაიგეგმა.

ილიეს 4 ოპერაციის ჩატარება მოუწია, რათა ინფექციისგან განთავისუფლებულიყო. მიუხედავად ამისა კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტის 2013 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა. ახლა სეგუნდას დასრულებამდე რამდენიმერ ტურია დარჩენილი, თუმცა ფეხბურთელი ფიზიკური კონდიციების აღდგენას შეეცდება. გამორიცხული არც ისაა, რომ ფეხბურთელს სათამაშო დრო მიეცეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში