მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტურეს აგენტი იაიას ”ბარსაში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

ტურეს აგენტი იაიას ”ბარსაში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

იაია ტურეს აგენტი, დიმიტრი სილიუკი საკუთარი კლიენტის ”ბარსელონაში” დაბრუნებას არ გამორიცხავს.

რადიო ”ONA FM”-ში საუბრისას სილიუკმა აღნიშნა: ”თუკი ”ბარსა” დაინტერესებულია ტურეთი, მაშინ არაფერი გვიშლის ხელს იმაში, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ტურესთვის აუცილებელი ახალი გამოწვევების მიღება. ”სიტიში” უკვე ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. მას ახალი მოტივაცია სჭირდება” – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თავად ტურემ გამოთქვა როდესმე ”ბარსაში” დაბრუნების სურვილი.

მიუხედავად ამის სელიუკმა განაცხადა: ”არავითარი კონტაქტი ”ბარსელონასთან” ჯერ-ჯერობით არ ყოფილა, არც მადრიდის ”რეალთან”, თუცმა ტურეს ძალიან მოსწონს მოურინიოს მას შემდეგ, რაც ის ”ჩელსის” წვრთნიდა. მე ყოველთვის მეკითხებიან ”რეალის” ინტერესის შესახებ, მაგრამ ტურე შეიძლება ნებისმიერ სხვა კლუბში გადავიდეს – ”ჩელსისი”, ”ბაიერნში” ანაც ”ბარსელონაში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში