მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: ”ჩვენს გუნდს კვლავ დიდი სამუშაო აქვს”

ბუსკეტსი: ”ჩვენს გუნდს კვლავ დიდი სამუშაო აქვს”

”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში ძალების მოდუნებას არ აპირებს.

ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთელმა განაცხადა: ”ჩვენ ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობა გვყავს. ჩვენ გამარჯვებებისკენ ვისწრაფვით და შესაბამის მოქმედებას ვგეგმავთ”.

ბუსკეტსმა იმედი გამოთქვა, რომ ”ბარსელონა” 25 მაისს სამეფო თასის ფინალში გამარჯვებას შეძლებს: ”ფეხბურთის ფედერაციას სამეფო თასის ფინალის თარიღის არჩევა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო მოუწია. 2 კვირა მოსამზადებლად ძალიან დიდია და მთავარია, რომ გუნდმა პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ”.

”ატლეტიკის” საფრთხე

რაც შეეხება მეტოქეს, ”ატლეტიკზე” ბუსკეტსმა განაცხადა: ”ეს ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ფინალში გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ”ატლეტიკი” კარგად ვარჯიშობს და შემადგენლობაში ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ევროპის ლიგის ფინალი სამეფო თასის შეხვედრაზე ზეგავლენას არ მოახდენს”.

ბუსკეტსმა ასევე გვარდიოლას წასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი: ”მასთან ერთად პირველი ტიტული ”ატლეტიკთან” შეხვედრაში მოვიპოვეთ, ზუსტად ამ გუნდთან მატჩი იქნება პეპისთვის უკანასკნელი ”ბარსაში”. ეს ისტორიაში ”ბარსას” საუკეთესო ერა იყო, აქ სრულდება შესანიშნავი მწვრთნელის ეპოქა”.

ვილიას ფორმა

ბოლოს სერხიომ თანაგუნდელის, დავიდ ვილიას მდგომარეობაზე ისაუბრა: ”ვერავინ იგრძნობს იმას, თუ რა ხდება მის ორგანიზმში. ის ვარჯიშობს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს, მას შეიძლება სათამაშო პრაქტიკა აკლდეს, თუმცა არა გონება. ის ყოველ დღე უკეთაა, გადაწყვეტილება კი მწვრთნელმა უნდა მიიღოს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში