კარლეს პუიოლმა დღეს დილით კლინიკა ”Clínica Quirón”-ში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც მოსალოდნელი იყო ოპერაცია ექიმებმა, რამონ კუგატმა და რიკარდ პრუნამ ჩაატარეს. პუიოლი ექიმებთან ერთად დღის მეორე ნახევარში პრეს-კონფერენციას გამართავს, მანამდე კი საკუთარ ”ტვიტერზე” კაპიტანმა დაწერა, რომ ყველაფერი იდეალურად დასრულდა: ”ოპერაციის შემდეგ პალატაში ვიმყოფები. ყველაფერი წარმატებით დასრულდა. გეხვევით”.
შეგახსენებთ, რომ ოპერაციის შემდეგ წინასწარი ვარაუდით კარლესს 6 კვირა გაუცდება, რის გამოც ის სამეფო თასის ფინალს და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
