ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერტ ვან მარვიიკმა იმ 36 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც შანსი მიეცემათ ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. ამ ფეხბურთელთა სიაში მოხვდა ”ბარსელონას” ფეხბურთელი, იბრაჰიმ აფელაი.
ჰოლანდიის ნაკრების პირველი ვარჯიშები უკვე 14-15 მაისს ჩატარდება, მასში მონაწილეობას კი ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც გერმანიის და ჰოლანდიის ჩემპიონატებში ასპარეზობენ. 36 კაციანი სია 17 მაისს 27 გვარამდე შემცირდება, როცა გუნდი შვეიცარიაში გაფრინდება. საბოლოო 23 კაციანი სია 29 მაისს გამოქვეყნდება.
ევროპის ჩემპიონატზე წასვლის შანსი იბრაჰიმ აფელაისაც აქვს. ჰოლანდიელმა ნაკრებში ბოლოს 2011 წლის 8 ივლისს ითამაშა. ჰოლანდიამ ამხანაგური შეხვედრა ურუგვაისთან გამართა.


