პეპ გვარდიოლას მამა, ვალენტი და დედა, დოლორსი გადაცემა ”El Matí”-ში პასუხებს სცემდნენ შეკითხვებს, რომლებიც მათი შვილის ”ბარსადან” წასვლის შესახებ იყო დასმული.
”ჩვენ ვიცოდით, რომ ის გადაღლილი იყო მუშაობით, რომელსაც ასრულებდა. ის ამით ცხოვრობდა, რამაც გადაღალა. 24 საათი ის მხოლოდ ფეხბურთზე და გულშემატკივრებზე ფიქრობდა. მასზე დიდი პასუხისმგებლობა იყო”.
პეპის მამამ ასევე შვილიშვილებზეც ისაუბრა, რომლებიც მატჩის შემდეგ ”ნოუ კამპზე” იმყოფებოდნენ: ”მარიას (პეპის უფროსი გოგო) ეს ძალიან შეეხო, რადგან ის დიდია. მან იცოდა, თუ რა სამუშაოს აკეთბდა მამამისი. მე არ მჯერა, რომ ის პრეზიდენტის ამპლუაში დაბრუნდება, მაგრამ მე მის თავში არ ვზივარ. არ ვიცი რას გააკეთებს ის, თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება, როგორც ”ბარსელონაში” იხარჯებოდა”.
პეპის დედამ, დოლორსმა განაცხადა, რომ ადამიანები დიდხანს არჩევდნენ პეპის ბოლო სიტყვებს: ”კარგად იყავით, მე ყოველთვის ძალიან ახლოს ვიქნები”. დოლორსმა განაცხადა: ”ადამიანებმა ძალიან კონკრეტულად მიიღეს ეს სიტყვები. ეს ლამაზი იყო და ეს არ იყო ცარიელი სიტყვები. ეს სიტყვები გულიდან მოდიოდა და ყველა ძალიან აღელდა. როცა მან მითხრა, რომ ”ბარსას” ტოვებდა შვებით ამოვისუნთქე. ვიცოდი, რომ მას დასვენება სჭირდებოდა. მეორეს მხრივ მე ძალიან მეწყინა, რადგან ”ბარსა” ”ბარსაა”… ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ჯანმრთელობაა”.
