კატალონიის “ბარსელონას” დუბლ შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელმა, ჯონათან დოს სანტოსმა გამოთქვა იმედი, რომ “ბლაუგრანას” ახალი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყურადღებას მიაქცევს.
“ტიტო გვარდიოლას მარჯვენა ხელი იყო და მწვრთნელობის პერიოდში ის მუდამ მხარში ედგა. ვფიქრობ, ის იზიარებს პეპის ფილოსოფიას, რაც სასიხარულოა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. “
“ვფიქრობ ტიტო გააგრძელებს იმ პერსპექტიული ფეხბურთელების გამოყენებას, რომლებიც ასაკობრივ გუნდებში თამაშობენ. ის, როგორც პეპი, შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში და შემდეგ სეზონში ის ბევრს მოგვცემს.” – განაცხადა დოს სანტოსმა.


