workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასი: “ჰონდურასთან მატჩში ისევე ვითამაშეთ, როგორც შვეიცარიასთან”

კასილასი: “ჰონდურასთან მატჩში ისევე ვითამაშეთ, როგორც შვეიცარიასთან”

მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების მეკარემ, იკერ კასილიასმა გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა დაამარცხა ჰონდურასი ანგარიშით 2:0.

“ჩვენ ჰონდურასთან ვითამაშეთ იგივე სტილის თამაში, როგორიც შვეიცარიასთან. ესპანეთის ნაკრები ფლობდა უპირატესობას როგორც თავდასხმაში, ისევე მოედნის ცენტრში. სწორედ ამის შედეგია ამდენი ხელსაყრელი მომენტი რომ შევქმენით. ახლა მთელი ჩვენი ფიქრები ჩილესთან თამაშზეა გადატანილი. ამ მატჩში აუცილებელია გამარჯვება, რათ გავინაღდოთ ჩვენი ადგილი 1/8 ფინალში.” ციტირებს იკერის სიტყვებს “რეალის” ოფიციალური საიტი.

წყარო: sports.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward