workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

2002 წლის 5 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში, რომელშიც “ბარსელონა” “ესპანიოლს” ხვდებოდა, ანგარიში პატრიკ კლუივერტმა გახსნა. ჰოლანდიელმა ლა ლიგაში “ბარსას” 4500-ე გოლი გაიტანა. ის თამაში “ბარსამ” 2:0 მოიგო. მე-2 გოლი ლუის ენრიკემ გაიტანა.

1998 წელს, ზედიზედ მე-2 სეზონში, “ბარსელონამ” კატალონიის თასზე “ევროპასთან” წააგო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში “ბარსამ” 3:4 წააგო.

1984 წლის 5 მაისს, ბილბაოს “ატლეტიკსა” და “ბარსელონას” შორის, ესპანეთის თასის ფინალში გამართული მატჩში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. თამაში ბასკებმა 1:0 მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, მოედანზე ჩხუბი დაიწყო, რომელშიც სათადარიგო ფეხბურთელებიც ჩაებნენ.

1956 წლის 5 მაისს, ბასკეთში დაიბადა ხოსე რამონ ალესანკო, რომელიც “ბარსელონაში” 13 წლის განმავლობაში თამაშობდა. ცენტრალური მცველი “ბარსაში” ბილბაოს “ატლეტიკიდან” გადავიდა. კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 274 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში