ინგლისური პრესის იფნრომაციით ”ბარსელონას” დავცის გაძლიერების მთავარი კანდიდატი ”ჩელსის” მცველი, დავიდ ლუისია. 25 წლის ბრაზილიელი მოწონს ტიტო ვილანოვას, რომელიც მომავალი სეზონიდან ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი თანამდებობას დაიკავებს.
”ბარსას” ხელმძღვანელები ცენტრალური მცველის ძიებაში არიან. ”Daily Mirror”-ის ცნობით კატალონიაში გადასვლის ყველაზე დიდი შანსი დავიდ ლუისს აქვს. ”ბენფიკას” ყოფილ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ აქვს, რისი გამოყენებაც შუეძლიათ ”ბარსას” წარმომადგენლებს. ლუისი ”ჩელსიმ” 25 მილიონ ევროდ იყიდა, ამიტომაც 30-35 მილიონი აბრამოვიჩს სრულად დააკმაყოფილებს.
დავიდ ლუისის და ხორდი ალბას შეძენა, რომელიც ”ბარსაში” გადასვლის მთავარი კანდიდატია გააძლიერებს გუნდის დაცვის ცენტრს და მარცხენა ფლანგს. ”ბარსელონას” გაძლიერება სჭირდება, რათა მომავალ სეზონში კვლავ იბრძოლოს ტიტულებისთვის.
