მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ალვესის მომავალი სატრანსფერო ბაზრის მთავარი საკითხი იქნება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის შეძენა მახაჭკალის ”ანჟის” სურს, ხოლო ახლა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ”პსჟ” იჩენს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მაღალი ბიუჯეტით გამოირჩევა და ბრაზილიელისთვის გაცილებით უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლიათ, ვიდრე ”ბარსელონაში” აქვს. ფრანგული კლუბის მფლობელებს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის შექმნა სურთ, ალვესის გადაბირება კი მათთვის იდეალური შენაძენი იქნება.

იქნება ალვესი იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებიც ზაფხუშლი ”ბარსელონას” დატოვებენ? კატალონიურ კლუბში ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე არავინ საუბრობს. ფეხბურთელების შეძენით და გაყიდვით ანდონი სუბისარეტა მხოლოდ სამეფო თასის ფინალის დასრულების შემდეგ დაკავდება.

ალვესი უკვე 29 წლისაა, მას ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი აქვს. მისი შემცვლელი სავარაუდოდ კლუბს თეთრიც არ დაუჯდება, რადგან მის ადგილს მარტინ მონტოია დაიკავებს. ნიჭიერი ახალგაზრდა მცველი კლუბის ერთ-ერთ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება, რომლისთვისაც პირველი გუნდის კარები უფრო და უფრო იღება. ”ბარსელონა” ხვდება, რომ ალვესის გაყიდთვით დიდი ფულის მიღება შეიძლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში