გუშინდელი შეხვედრა პეპ გვარდიოლასთვის ბოლოს წინა იყო ”ნოუ კამპზე”. უკანასკნელი შეხვედრა პეპ გვარდიოლასთვის შაბათს, ”ესპანიოლთან” იქნება, სადაც გულშემატკივრები მწვრთნელთან ღირსეულ და ემოციურ გამომშვიდებას გეგმავენ. ”მალაგასთან” შეხვედრაში სტადიონზე უამრავი ბანერი იყო, სადაც პეპს მადლობას უხდიდნენ. ასევე სკანდირებდნენ გვარდიოლას გვარს. შეხვედრის ბოლო წუთზე სტადიონი გაუჩერებლად გაიძახოდა პეპის გვარს. მატჩის მიმდინარეობისას მწვრთნელმა ემოციები ვერ მოთოკა და თავადაც გააკეთა ჟესტი, რომლითაც გულშემატკვირებს მადლობა მოუხადა და დაემშვიდობა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=gF8QUK926mo]









