ესპანური “მალაგას” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ “ბარსელონაზე” და მესიზე ისაუბრა.
“მე არ ვიცი “ოქროს ბურთის” პარამეტრები, მაგრამ ფაქტია, რომ მესი ყველა ტიტულს იმსახურებს.”
“გვარდიოლას ღვაწლი ფეხბურთში უდიდესია. საქმე არაა ტიტულებში. მე ვსაუბრობ იმ მაღალი ხარისხის ფეხბურთზე და პიროვნულ ღირებულებებზე, რასაც თავად გვარდიოლა ქადაგებს. ვფიქრობ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან აიღო შესვენება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მთელი საფეხბურთო სამყარო მის დაბრუნებას ელის.”
“საბოლოო ანგარიში არ ასახავს ჩვენი თამაშის ხარისხს. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ და მარცხს არ ვიმსახურებდით. პინტომ სამი შესანიშნავი სეივი განახორციელა, მესის მიერ რეალიზებულმა ორმა თერთმეტ მეტრიანმა კი ყველაფერი გადაწყვიტა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლო ორ ტურში. ჩვენ რაც შეიძლება კარგად უნდა დავასრულოთ სეზონი, რადგან ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან მოვუმატეთ თამაშს.” – დაასრულა პელეგრინიმ.
