მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”მალაგა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”მალაგა”. გვარდიოლა მატჩის წინ

პეპ გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელები შეაქო ახალი მწვრთნელი არჩევის გამო და დაგვარწმუნა, რომ ტიტო ვილანოვა ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი. მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდი არა მხოლოდ სამეფო თასის ფინალში იბრძოლებს, არამედ პრიმერას დარჩენილ 3 შეხვედრაშიც.

პეპ გვარდიოლამ შეგვახსენა, რომ ამ პრეს-კონფერენციის გარდა მას ჟურნალისტების წინაშე წარსდგენა კიდევ 8-ჯერ მოუწევს. ეს პრეს-კონფერენცია კი ”მალაგასთან” შეხვედრას, სეზონის დარჩენილი მატჩებისთვის მომზადებას და მისი თანამდებობიდან წასვლას მიეძღვნა: ”კლუბმა შესანიშნავი ნაბიჯი გადადგა ტიტოს არჩევით. ის ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი გამოწვევებისთვის”.

ერთი კვირის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის ტიტო ვილანოვა გაწვრთნის პეპმა განაცხადა: ”ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა. ჩვენ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ და მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები. მინდა ტიტომ იცოდეს, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს ყოველთვის მას დავუჭერ მხარს”. ასევე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი წასვლის მიზეზი ”ყოველდღიური დამღლელი მუშაობაა გუნდთან ერთად, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო”. ”ნოუ კამპიდან” წასვლის შესახებ (შემდეგ 2 მატჩი ”ნოუ კამპზე” მისთვის ბოლო იქნება) გვარდიოლამ განაცხადა: ”მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთი ფაქტები ზედმეტი პათოსის გარეშე უნდა ჩატარდეს”.

ფსიქოლოგიური მზადება თასის ფინალისთვის

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა თითქმის წააგო პრიმერა პეპმა განაცხადა, რომ გუნდმა დარჩენილ 3 შეხვედრაში კარგი თამაში უნდა აჩვენოს, რათა კარგად მოემზადოს თასის ფინალისთვის: ”ყოველი თამაში და ყოველი ვარჯიში სამეფო თასის ფინალისთვის მზადებაა. ყველაფერი ამ ტიტულის მოგებისკენაა მიმართული. ”რაიოსთან” შეხვედრაში ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ ფინალისთვის მზად არიან”. რაც შეეხება თავად პეპს, მწვრნელმა განაცხადა: ”მე სამეფო თასის ფინალისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადები. ამ თვეში ჩვენი მიზანი სამეფო თასის მოგებაა”.

მწვრთნელი მიიჩნევს: ”ჩვენ არ ვიქნებით ფინალისთვის მზად, თუკი დარჩენილ 3 შეხვედრაში კარგად არ ვითამაშებთ”. გვარდიოლამ ასევე განაცხადა, რომ დარჩენილ სამ შეხვედრასი ”ბარსელონას” კარებს პინტო დაიცავს და არ წუხს, თუკი მთელი გუნდი იმ აზრით ითამაშებს, რომ პიჩიჩი ლეო მესი გახდეს: ”ჩვენ უბრალოდ კარგად უნდა ვითამაშოთ და შევუტიოთ მთელი ძალებით. ჩვენი მეტოქეები მაღალ დონეზე ასპარეზობენ”. კითხვაზე, მისცემდა თუ არა ის არგებტინელს მე-4 ”ოქროს ბურთს” მან განაცხადა: ”ამ სეზონში ის ძალიან ბევრს მუშაობდა. ვფიქრობ, რომ ის იმსახურებს ამ ჯილდოს”.

მისტერის მომავალი

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს საკუთარი მომავლის შესახებ: ”ახლა მე მივდივარ სახლში და არ ვიცი, რა მიზნები მექნება მომავალში”. ასევე მისტერმა განაცხადა, რომ არ იცის, გაწვრთნის თუ არა ”ბარსელონას” მომავალში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში