ორივე მწვრთნელი გაწვრთნის გუნდებს საქველმოქმედო შეხვედრაში, რომელიც 27 მაისს გაიმართება.
სამეფო თასის ფინალიდან 2 დღეში შედგება პეპ გვარდიოლას და ტიტო ვილანოვას პირველი დუელი. ეს აქცია ერთი თვის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო დროს მომხდარი სიახლეების გამო ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ამ საქველმოქმედო პროექტში, რომელის ორგანიზატორიც ”TV3”-ია მონაწილოებას ”ბარსელონას” ფეხბურთელები მიიღებენ. შეხვედრა კვირას, შუადღით გაიმართება და ვისაც დასწრების სურვილი ექნება შეეძლება პირველი გუნდის ფეხბურთელების დაპირისპირებას უყუროს. მთლიანი თანხა ქველმოქმედებაში დაიხარჯება. ”ბარსელონა” თავის მხრივ 200.000 ევროს ჩარიცხავს ფონდში.
