მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 ფეხბურთელი მოხვდა მატჩის განაცხადში

19 ფეხბურთელი მოხვდა მატჩის განაცხადში

პირველი გუნდის 16 ფეხბურთელი, ”ბარსელონა ბ”-დან  ბარტრა, მონტოია და ტელიო მოხვდენენ ”რაიო ვალეიკანოსთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში.

პეპ გვარდიოლამ ხვალინდელი შეხვედრისთვის განაცხადში ყველა მწყობრში მყოფი ფეხბურთელი შეიყვანა. პირველი გუნდიდან განაცხადში 16 ფეხბურთელი მოხვდა (ტრავმირებელები არიან ვილია, აბიდალი, ფონტასი, პიკე და ჩავი), ”ბარსელონა ბ”-დან მონტოია, ბარტრა და ტელიო. საბოლოო განაცხადს მიღმა პეპს ერთი ფეხბურთელის დატოევბა მოუწევს.

ბოლო ვარჯიში

დღეს დილით ”სიუტატ ესპორტივაზე” გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა ხვალინდელი შეხვედრის წინ. გუნდი მადრიდში ხვალ გაემგზავრება. 10:15 საათზე ფეხბურთელები ”ნოუ კამპზე” შეიკრიბებიან, 12 საათზე კი მადრიდის აეროპორტში იქნებიან. შეხვედრა 21:30 საათზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში