გუშინ ”ბარსელონამ” ვერ მოახერხა ლონდონის ”ჩელსის” დამარცხება, რის გამოც გუნდი ემშვიდობება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებს. 3 დღის წინ ”ბლაუგრანამ” ფაქტიურად ესპანეთის ჩემპიონობაც დათმო. 25 მაისს გუნდს ესპანეთის სამეფო თასის მოგება და ბოლო 4 წელში მოგებული ტიტულების რაოდენობის 14-ამდე გაზრდა შეუძლია. თუკი ”ბარსა” დაამარცხებს ”ატლეტიკს”, მაშინ პეპ გვარდიოლას გუნდს შესაძლო 19 ტიტულიდან 14 ექნება მოგებული, რაც დიდებული შედეგია. ახლა კი შემოგთავაზებთ შესანიშნავ ვიდეოს, სადაც ყველამ გავიხსენოთ ბოლო წლებში მიღწეული უდიდესი შედეგები და მომავალ სეზონს იმედიანად დაველოდოთ…
[media=http://www.youtube.com/watch?v=Kyn-hTe0DUs]
