workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ჩელსი” – ”ბარსელონა”. ციფრები

”ჩელსი” – ”ბარსელონა”. ციფრები

 – ”ბარსას” ბურთის ფლობამ 74% შეადგინა. კატალონიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. ”ჩელსის” ბურთის ფლობა 26% იყო, ლონდონელებმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყეს, კარში ზუსტი დარტყმა კი 1 აღმოჩნდა.

 – ”ბარსამ” თითქმის 4-ჯერ აჯობა გადაცემებში ”ჩელსის”: 803 გადაცემა 250-ის წინააღმდეგ. რაც შეეხება პირად შედეგებს, ამ მხრივ ”ბარსაში” საუკეთესო ჩავი იყო, რომელმაც 128 გადაცემა გააკეთა, ”ჩელსის” მხრიდან საუკეთესო ობი მიკელი იყო – 32 გადაცემა.

 – მარცხი ”ჩელსისთან” პირველი იყო ”ბარსასთვის” 2011 წლის 16 თებერვლის შემდეგ, როცა კატალონიელები ლონდონის ”არსენალთან” დამარცხდნენ (2:1).

 – გვარდიოლას შეგირდება ვერ შეძლე 1957-60 წლის ”ბარსელონას” რეკორდის გამეორება, როცა კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 17 შეხვედრაში არ მარცხდებოდნენ.

 – ასევე შეწყდა ”ბარსელონას” 15 მატჩიანი წაუგებელი სერია მიმდინარე სეზონში. ბოლოს ”ბარსელონა” 11 თებერვალს ”ოსასუნასთან” დამარცხდა.

 – პუიოლი და მასკერანო, რომლებიც დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე იყვენენ შემდეგ შეხვედრას არ გამოტოვებენ, რადგა ყვითელი ბარათი არ მიუღიათ. ”ჩელსის” მხრიდან კი დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, მეირელეში და კოული.

 – მესიმ კვლავ ვერ გაიტანა ”ჩელსის” კარში. მან ლონდონელების წინააღმდეგ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward