ხოსეპ გვარდიოლა: ”ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. მატჩის წინ ისეთი ვითარება იყო, რომ მომენტების შექმნა უნდა გაგვჭირვებოდა, თუმცა მომენტები საჭიროზე მეტი იყო. ”ჩელსისგან” უფრო მეტ გრძელ გადაცემებს და აუტებს ველოდი, რაც არ იყო. როცა ჩვენ შეტევაზე გადავდიოდიოთ მეტოქე მთელი გუნდით ძალიან უკან იწევდა. ეს არ იყო ადვილი. ვულოცავ ”ჩელსის” ამ წარმატებას. ჩვენ ბურთს ვფლობდით, თუმცა მხოლოდ ბურთის ფლობით თამაშს ვერ მოიგებ. დღეს მათ გვაჯობეს და ფიზიკურად ძალიან კაგრად გამოიყურებოდნენ”.
”ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, შევქმენით 24 მომენტი, თუმცა მაინც წავაგეთ. რა უნდა გავაკეთოთ? ახლა საშინაო შეხვედრაშიც 24 მომენტი უნდა შევქმნათ და უკეთესის იმედი გვქონდეს. ვფიქრობ, რომ უფრო მრავალფეროვნად უნდა შევუტიოთ. ჩემი ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი არიან, თუმცა მათ ვიცნობ და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ ფინალში გასასვლელად. ჩვენ მომთმენები უნდა ვიყოთ და საკუთარი სტადიონის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ახლა ფავორიტი ”ჩელსია” და მინიმალური სხვაობით გამარჯვება მათთვის კარგი შედეგია. ჩვენი ამოცანა განმეორებითი მატჩის მოგებაა და მზად ვართ ამ დავალების შესასრულებლად”.
რობერტო დი მატეო: ”ჩვენ თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. ”ბარსელონას” წინააღდმეგ დაცვაში ყურადღებით უნდა ითამაშო და გამოიყენო საკუთარი მომენტები, რადგან კატალონიელებს ყოველთვის აქვთ ბურთის ფლობის უპირატესობა. ჩემმა ფეხბურთელებმა სიმამაცე გამოიჩინეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან, აჩვენეს საკუთარი კლასი. ჩვენ გუნდის კოლექტიური თამაში ვაჩვენეთ. ვიცოდით, რომ მემონტები გვექნებოდა და დიდიე საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. შანსები კვლავ 50-50-ზეა და ვიცით, რომ განმეორებითი მატჩი ძალიან რთული იქნება”.
”ჩემს გუნდს აქვს გამოცდილება, ამბიცია და დიდი სურვილი იმის დამტკიცების, რომ ის, როგორც ადრე უძლიერესთა რიცხვს მიეკუთვნება. ეს ფეხბურთელები ყოველ ჯერზე მაკვირვებენ, როცა მათ საქმეში ვხედავ. დღეს შესანისნავი საღამო იყო ჩვენთვის. კარგია, რომ გოლი არ გავუშვით. ამის გამო განმეორებით შეხვედრას მცირე უპირატესობით ვუდგებით. მჯერა, რომ იქაც გვექნება მომენტები და იმედი მაქვს, რომ მათ გამოყენებას მოვახერხებთ. უნდა გვჯეროდეს, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია”.



