ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა ესპანურ Sport.es-თან ისაუბრა კატალონიური “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელზე, ლაიონელ მესიზე. ოდესღაც იგი ფაბრეგასის მხარდამხარ თამაშობდა “ბარსას” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში.
“-ის, რომ მესი არაკომუნიკაბელური და ჩუმი ადამიანი იყო შეესაბამება რეალობას. იგი წყნარად მოდიოდა ვაჯიშზე, იხარჯებოდა და ისევ ისე უჩუმრად ტოვებდა მოედანს. მაგრამ ერთხელ, როდესაც იტალიაში, ერთ-ერთ ტურნირზე ვიყავით მის ცხოვრებაში რაღაც აუხსნელი მეტამორფოზა მოხდა. ის ძირეულად შეიცვალა, მას ვეღარ ვცნობდით.”_თქვა ფრანსესკმა.
არგენტინელი ფეხბურთელის ტალანტის მიმართებაზეც ისაუბრა ესპანელმა ნახევარმცველმა: “-მესი მაშინ უამრავ ტრავმას ღებულობდა, ვინაიდან არ გამოირჩეოდა კარგი ფიზიკური მონაცემებით, მას მცველებისგან ბევრი ხვდებოდა. მაგრამ ახლა ის ამ მხრივაც სულ სხვა პიროვნებაა, ის ნამდვილ ხარად იქცა. არ არსებობს მცირეოდენი ეჭვის ნატამალიც, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.”
წყარო: www.championat.ru