ჯონ ტერი ლისაბონის ”ბენფიკასთან” მატჩში ტრავმის გამო მე-60 წუთზე შეცვალეს. ”ჩელსის” კაპიტნის თამაში ”ბარსელონასთან” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ლონდონის ”ჩელსის” ცენტრალურმა მცველმა პორტუგალიურ გუნდთან თამაშისას თეძო დაიზიანა, რის შემდეგაც ის გარი კეჰილმა შეცვალა. ექიმები არ გამორიცხავენ მოტეხილობას.
”თუკი შენ თეძო გაქვს დაზიანებული ვერაფერს შეძლებ” – განაცხადა ტერიმ, რომელიც უფრო დაწვრილებით ანალიზს ჩაიტარებს. გამოკვლევის შემდეგ ცნობილი გახდება, თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი თამაშს და აქვს თუ არა მას შანსი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ”ბარსელონასთან” შეხვედრებში მონაწილეობის შანსი.

