”ბარსელონას” დაცვის განლაგების მხრივ ”სარაგოსასთან” შეხვედრაში შეიძლება პრობლემები შეექმნას. ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ”მილანთან” დაშავებული ხერარდ პიკე, თუმცა გულშემატკივრებს ბევრი სანერვიულო არ აქვთ. ტრავმა სახიფათო არაა, თუმცა ფეხბურთელი შაბათისთვის სრულად მზად არ იქნება – მას ამ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. აი დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ კატალონიელი მონაწილეობას მიიღებს სამშაბათს, ”ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრაში.
პიკე ”მილანთან” შეხვედრაში 74-ე წუთზე შეცვალეს. მცველმა მარცხენა ფეხის ბარძაყში დისკომფორტი იგრძნო. ხერარდი მიხვდა, რომ თამაშის გაგრძელების შემთხვევაში ტრავმის გართულება შეიძლება მომხადარიყო, ამიტომაც ცვლილება მოითხოვა. მის ნაცვლად მოედანზე ადრიანო კორეია შევიდა. მატჩის შემდეგ ექიმებმა განაცხადა, რომ ტრავმა არასერიოზულია და ფეხბურთელი ”სარაგოსასთან” თამაშს შეძლებს.
ხერარდ პიკეს არყოფნაში პეპ გვარდიოლას ”სარაგოსასთან” შეხვედრისთვის დაცვითი ფუნქციების მქონე ფეხბურთელების ნაკლებობა ექნება. მის განკარგილებში იქნებიან ალვესი, პუიოლი, მასკერანო და ადრიანო. ”ბარსელონა ბ”-დან გუნდს დაეხმარებიან მარტინ მონტოია და მარკ მუნიესა.


