რამდენიმე კვირის განხილვის შემდეგ გაირკვა, რომ შესაძლოა იაია ტურე “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდეს. ეს შესაძლოა დღესაც მოხდეს. განაცხადა დიმიტრი სელიუკმა «ONA FM» რადიოსთან ინტერვიუში.
“მე ვიტყოდი, რომ 95% ყველაფერი გადაწყვეტილია.შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღწეულია, დარჩა მხოლოდ საპროექტო დოკუმენტები და მცირე დეტალები”. მან ასევე დასძინა: “ჩვენ უკე შეთანხმებული ვართ “სიტისთან” და ჩვენ უნდა მოვაწეროთ კონტრაქტს ხელი პირდაპირ ხვალვე.საუბარი მიდის 30 მილიონზე და მე ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი აუცილებლად შედგება.”
მიუხედავად იმისა, რომ ტურე გუნდისათვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ოპერაცია მომგებიანი იქნება “ბარსასთვის”.
კლუბმა ტურე შეიძინა 2007 წელს მონაკოსგან 9 მილიონ ევროდ.
წყარო: barcamania.com


