2006 წლის 28 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გამართული პირველი მატჩი “ბენფიკასა” და “ბარსელონას” შორის დასრულდა ფრედ, ანგარიშით 0-0.
1992 წლის 28 მარტს, “ელ სადარზე” “ბარსელონამ” უგოლო ფრე ითამაშა “ოსასუნასთან”.
1983 წლის 28 მარტს, პრიმერას 30-ე ტურში, “ბარსელონამ” მოულოდნელი მარცხი განიცადა “ესპანიოლთან” (1-3). მეტოქის კარში ერთადერთი გოლის გატანა ალესანკომ მოახერხა.
1954 წლის 28 მარტს, 60.000 მაყურებლის წინაშე საზეიმოდ იქნა ჩადებული პირველი ქვა “კამპ ნოუს” ფუნდამეტნში და ამით საფუძველი ჩაეყარა ახალი სტადიონის მშენებლობას.
