ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ “ბარსელონა” და “ატლეტიკი” 20,000-20,000 ბილეთს მიიღებენ სამეფო თასის ფინალისთვის, რომელიც 25 მაისს, “ვისენტე კალდერონეზე” გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით “ვისენტე კალდერონეს” საერთო ტევადობა 54,851 ადგილია. როგორც ავღნიშნეთ, ფინალში მონაწილე გუნდებს ჯამში 40,000 ბილეთი გადაეცემათ, ხოლო დარჩენილი ბილეთები სალაროებისა და ინტერნეტ სივრცის მეშვეობით გაიყიდება. მათი ფასი 60 ევროდან 250 ევრომდე იმერყევებს.
ფედერაცია ასევე ადასტურებს, რომ მატჩი 25 მაისს გაიმართება და თამაშამდე ერთი დღით ადრე ორივე გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს “ვისენტე კალდერონეზე”. ფინალის დაწყებამდე გაიმართება კონცერტი.
