2010 წლის 27 მარტს, “ბარსელონა” “სან მოიქსზე” გასვლით მატჩი გამარჯვებას აღწევს. შეხვედრის 63-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ერთადერთი გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა და თავის გუნდს “მალიორკასთან” გამარჯვება მოუტანა.
1996 წლის 27 მარტს, პრიმერას 33-ე ტურის ფარგლებში “ბარსელონა” ქულებს კარგავს “ტენერიფესთან” (2-2). მატჩის დასაწყისში პიციმ და ამორმა “ბარსა” დააწინაურეს, თუმცა პინილმა და სელადამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და კატალონიელების მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინეს.
