მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ს/კ “ბარსელონას” წინ დატვირთული კვირა ელის. ოთხშაბათს კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში “მილანს” “სან სიროზე” დაუპირისპირდებიან, ხოლო შაბათს “კამპ ნოუზე” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებენ.

 

მარტის ბოლო კვირას პეპ გუარდიოლას გუნდს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. “მალიორკასთან” შაბათს მოპოვებული გამარჯვებისა და ერთ დღიანი დასვენების შემდეგ, ფეხბურთელები დღეს “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე შეიკრიბნენ და ივარჯიშეს. ხვალ “ბარსას” დელეგაცია მილანში გაფრინდება და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე “ჯუზეპე მეაცაზე” ივარჯიშებს.

 

ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში კატალონიელები გასვლაზე დაუპირისპირდებიან “მილანს” და შეეცდებიან, ტურნირის ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვონ.

 

მილანში პარასკევამდე

გუნდი ხუთშაბათს იტალიაში, Centro Sportivo Faccheti-ზე ივარჯიშებს და პარასკევს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე სამშობლოში დაბრუნდება.

 

მატჩი “ატლეტიკთან” შაბათს

შაბათს, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე გუნდი ბოლო ვარჯიშს გამართავს “ატლეტიკთან” მატჩისთვის. საღამოს კატალონიელები მეტოქეს “კამპ ნოუზე” უმასპინძლებენ. კვირას გუნდი მზადებას დაიწყებს “მილანთან” საპასუხო შეხვედრისთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში