“ბარსელონას” მიერ “მალიორკას” კარში გატანილი პირველი გოლი განხილვის საგანი გახდა. გოლი ლეო მესიმ გაიტანა საჯარიო დარტყმიდან, თუ ალექსის სანჩესმა შეუცვალა ბურთს მიმართულება თავით? თავად ჩილელმა მატჩის მიმდინარეობისას ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
როდესაც მატჩის მეორე ნახევარში გუნდები მოედანზე გავიდნენ, მსაჯი ალექსის სანჩესთან მივიდა. ამ ფაქტმა მედიის ყურადღება მიიპყრო. არბიტრმა გოლი მესის მიათვალა, თუმცა მაინც ჰქონდა ეჭვები. ჩილელმა ფეხბურთელმა კი მას გარკვევით აუხსნა: “გოლი მე არ გამიტანია.”
ალექსისი ცდილობდა, რომ ჟესტიკულაციით აეხსნა მსაჯისთვის, თუ რა მოხდა რეალურად. კამათი დასრულა და საბოლოოდ გოლი ლიონელ მესის სახელზე ჩაიწერა. სანჩესი გულწრფელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ძალიან სწყურია მეტოქის კარის აღება.
