ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” 2 ქულა დაკარგა გასვლით მატჩში “ვილიარეალთან”, შესაბამისად სხვაობა დედაქალაქელებსა და “ბარსას” შორის 6 ქულამდე შემცირდა.
ოთხშაბათს გვიან ღამით “ბარსელონასთვის” სასაიამოვნო ფაქტი მოხდა, როცა მადრიდის “რეალმა” ფრე გააგორა “ვილიარეალთან”. 29-ე ტურში “გრანადასთან” მოპოვებული 3 ქულისა და დედაქალაქელთა მიერ გუშინ დაკარგული 2 ქულის წყალობით, სხვაობა “რეალსა” და “ბარსას” შორის 6 ქულამდე შემცირდა. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი და 30 ქულაა გასათამაშებელი.
შაბათს “სევილიასთან” მოპოვებული გამარჯვებით “ბარსამ” ლიდერთან სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, თუმცა “რეალმა” თავისი მატჩი ვერ მოიგო “მალაგასთან” და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. შესაბამისად უქმეებზე კატალონიელებსა და მადრიდებს შორის 8 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ახლა კი, როცა “ბარსამ” 3 ქულა მოიპოვა, ხოლო “რეალმა” 2 ქულა დაკარგა, 29-ე ტურის დასრულების შემდეგ მათ შორის სხვაობა 6 ქულაა.
