მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო ალკანტარას პრეს-კონფერენცია

ტიაგო ალკანტარას პრეს-კონფერენცია

კატალონიის “ბარსელონამ” “გრანადას” დამარცხებით ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო და შედეგიც შესაბამისია, 1/4 ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე და სხვაობის შემცირება ლა ლიგაში. ტიაგო ალკანტარამ, რომელიც პრეს-კონფერენციაზე იმყოფებოდა, იცის, რომ ლა ლიგა “ჩვენზე არ არის დამოკიდებული” ასე რომ, ფეხბურთელები “მხოლოდ ჩვენს მატჩებს ვაკონტროლებთ. წინ კიდევ 10 ტურია დარენილი და გვმართებს ქულათა მაქსიმუმის მოგროვება”. ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს იმედები: “ილუზია ის ბოლო სტადიაა, რომელიც იმედს კლავს, მაგრამ ჯერ ჩვენ ის არ დაგვიკარგავს”.

 

“მესი უნიკალურია”  

 

ტიაგომ განაცხადა, თუ სხვები ამბობენ, რომ პელესა და მარადონას თამაში უნახავთ: “მე ლეოს თამაში მინახავს… ის არის ფეხბურთელი, რომელიც ქმნიდა, ქმნის და შექმნის ისტორიას”. ტიაგოს სჯერა, არგენტინელს კიდევ აქვს ტიტულები მოსაგები, მაგრამ აცხადებს, რომ “მესი უნიკალურია”.

 

ალკანტარამ კრისტიან ტელოზეც ისაუბრა. ტიაგოსთვის სულაც არ არის სიურპრიზი კრისტიანის ასეთი კარგი გამოსვლა, რადგან ისინი სარეზერვო გუნდში ერთად ასპარეზობდნენ: “მას ყოველთვის ჰქონდა ასეთი სისწრაფე და შესაძლებლობები” განაცხადა ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელმა და დაუმატა, რომ ვინგერი კვლავ გაიტანს გოლებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში