მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RAC 1: გვარდიოლასთვის ახალი კონტრაქტი გამზადებულია

RAC 1: გვარდიოლასთვის ახალი კონტრაქტი გამზადებულია

”RAC 1”-ის ინფორმაციით ”ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელისთვის, პეპ გვარდიოლასთვის ახალი კონტრაქტი უკვე გაამზადეს.

გადაცემა ”Primer Toc”-ში გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბის მართველმა ხუნტამ უკვე შეიმუშავა ის კონტრაქტი, რომელსაც პეპ გვარდიოლას შესთავაზებენ. მწვრთნელი უკვე გაფრთხილებულია ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ის კლუბთან 1+1 სისტემიან კონტრაქტს გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად პეპის კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება. ამგვარად ცნობილი იქნება გვარდიოლას მომავალი და კლუბის ხელმძღვანელებს ყოველი სეზონის შემდეგ არ მოუწევთ ამ საკითხზე მსჯელობა.

თავად გვარდიოლამ პასუხი ნებისმიერ დროს შეიძლება თქვას, თუმცა ხუნტა მას გუნდის დატვირთული გრაფიკის გამო არ აჩქარებს. ამასთანავე ”RAC 1” აზუსტებს, რომ ხოსეპ გვარდიოლამ კლუბს პასუხი შეიძლება საერთოდ სეზონის დასრულების შემდეგ უთხრას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში