მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეისებიო: “რონალდუ ძალიან ძლიერია, მაგრამ საუკეთესო მესია”

ეისებიო: “რონალდუ ძალიან ძლიერია, მაგრამ საუკეთესო მესია”

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ფიგურამ, ეისებიომ პარალელი გაავლო მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, კრიშიანუ რონალდუსა და “ბარსელონას” თავდამსხმელს, ლიონელ მესის შორის, იტყობინება ესპანური პრესა.

 

შედარებისას ეისებიომ უპირატესობა არ მიანიჭა თავის თანამემამულეს.

 

“რა თქმა უნდა, რონალდუ ძალიან ძლიერია, მაგრამ ის არ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ასეთია მესი. ისიც უნდა ითქვას, რომ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში.” – განაცხადა ეისებიომ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შედარებებს ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და როგორც წესი, უპირატესობას არგენტინელს ანიჭებს. რონალდუს სასარგებლოდ მხოლოდ “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები საუბრობენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში