ს/კ “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს კლუბის სამედიცინო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ კომუნიკეს, რომელიც ერიკ აბიდალს ეხება:
“ღვიძლზე არსებული დაავადების გამო, რამდენიმე კვირაში ერიკ აბიდალს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთდება. ტრანსპლანტაცია განიხილებოდა ერთ-ერთ ოფციად შარშანაც, მკურნალობის პერიოდის დასაწყისში. ფეხბურთელის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბი მაქსიმალურად ითხოვს, დაცული იქნას ფეხბურთელის პირადი ცხოვრება.”
