მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი-მესი: გენიოსებს ყველაფერი გამოსდით

კრუიფი-მესი: გენიოსებს ყველაფერი გამოსდით

ლეო მესი არ არის “ბარსას” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი ძალები მეკარის როლშიც მოსინჯა.

 

კარლეს პუიოლმა გუშინ გააოცა ყველა, განათავსა რა თავის სოციალურ ქსელებში ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია მეკარის ხელთათმანებით აღჭურვილი ლეო მესი, რომელიც შესანიშნავ “სეივს” აკეთებს. კაპიტანმა აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან გაკვირვებული დარჩა თანაგუნდელის “გოლკიპერული” შესაძლებლობებით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ლეო მესი არ არის “ბარსას” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ძალები კარებშიც მოსინჯა. Twitter-ის მომხმარებელმა @joan_fontes-მა აღმოაჩინა ერთი საინეტერსო ფოტო. ეს არის 1974 წელი, როცა იოჰან კრუიფი ახალი გადასული იყო “ბარსელონაში”. “მფრინავმა ჰოლანდიელმაც” გამოსცადა საკუთარი თავი მეკარის როლში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარჯიშზე მოხდა და ერთადერთი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში