ლამინ იამალის ტრავმის პარალელურად “ბარსელონას” ბანაკიდან კარგი ამბებიც ვრცელდება. გუნდის ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა მარკ ბერნალმა თამაშის ნებართვა მიიღო.
ბერნალმა გასული წლის 27 აგვისტოს “რაიოსთან” სტუმრად გამართულ მატჩში (1-2) ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რაც ფეხბურთში უმძიმეს ტრავმად მიიჩნევა. მას შემდეგ ესპანელს ერთ წელზე მეტი, 382 დღე, გაუცდა.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა და მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.
ბერნალს რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწია. მან მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო, რათა საუკეთესო ფორმაში დაბრუნებულიყო. მარკი გუნდს უკვე წინასასეზონო მზადების პერიოდში შეუერთდა, მაგრამ ფეხბურთელმაც და კლუბმაც მოთმინება და სამედიცინო დასტურამდე მოცდა არჩიეს.
ივარაუდება, რომ ბერნალი “ვალენსიასთან” მატჩის განაცხადში მოხვდება.
ძაან კაი. იმედია გავისავით არ მოუვა და უფრო ძლიერი დაბრუნდება.
ფლიკს არ უყვარს გარისკვა და მაქსიმუმ 10 წუთი ათამაშოს, ან შეიძლება საერთო არ გამოიყვანოს.
მატჩის ბოლოსკენ შემოიყვანოს, რო ნელ-ნელა მიეჩვიოს დატვირთვას, კი მორჩა მაგრამ სად ვარჯიშები სად ოფიციალური თამაში.
იმედია კარგად დაბრუნდება
💙❤️💙❤️მაგარი ინფოა,ნელ-ნელა დატვირთოს და იმედია ეს ბიჭი გაქაჩავს რაა