“ბარსელონამ” ლა ლიგის 25-ე ტურში ვიგოს “სელტა” გასვლაზე 2-1 დაამარცხა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალის ასისტით რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, თუმცა მეორე ნახევრის სტარტზე იაგო ასპასმა წონასწორობა აღადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” კარგი მატჩი არ ჰქონდა, 90+7′ წუთზე მაინც მოიგო – “სელტას” კარში დანიშნული პენალტი ლევანდოვსკიმ გაიტანა. პოლონელმა პირველ ჯერზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ VAR-ს ჩარევის შემდეგ გამოჩნდა, რომ ვიგოელთა მეკარეს, ვისენტე გუაიტას ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონდა. შესაბამისად, მეორე მცდელობით რობერტმა პენალტი ზუსტად შეასრულა და “ბარსელონას” მოაგებინა.
ამჟამად, კატალონიური კლუბი 54 ქულით მესამე ადგილზეა. “ჟირონასა” (56 ქულა) და “რეალ მადრიდს” (61 ქულა) ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
“ბარსელონას” შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, 21 თებერვალს, სტუმრად, “ნაპოლის” წინააღმდეგ ელის. ლა ლიგაში კი გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 თებერვალს, “ხეტაფესთან” გამართავს.




მოკლედ ვინც აქ არ ივარგა და გავუშვით ყველამ ფეხი აიდგა. რა პასი გააკეთა მინგესამ აქ ეგრე რო ეთამაშა არა მგონია გაეშვათ.
არადა საერთოდ არაა ცუდი ტიპი… კარგად თუ თამაშობს მაგის გამო ნამდვილად არაა საგინებელი… სუარესიც გვიტანდა მასე გოლებს და ვილიაც მაგრამ არავის უგინებია…
და რეალთან 5 ქულაში…
და რეალს რომ ალმერია/ლას პალმასთან 21 და 27 იანვარს 6 ქულა! უკანალში შეტენეს ეგ ამბავი როგორ არის
კვარას დააკვირდებიან უფრო კარგად ნქპოლისთან და იქნებ დაინატონ კიდევ
პირველად სეზონში ბარსელონას თამაშით გაოცდება კამანდა
არადა საერთოდ არაა ცუდი ტიპი… კარგად თუ თამაშობს მაგის გამო ნამდვილად არაა საგინებელი… სუარესიც გვიტანდა მასე გოლებს და ვილიაც მაგრამ არავის უგინებია…
და რეალთან 5 ქულაში…
Modi napolis siyrprizi movuwyot da ar chavidet,gamoslevdebian ddd aba am napolimac tu mogvigo pizdc dd
ვილიარეალთან და გრანადასთან დაკარგული 5 ქულა, რომ მივუმატოთ მეორეზე ვიქნებოდით
ახვარი მინგესა ჩვენს წინააღმდეგ თავს იგიჟებს ფუ მაგის
მიდით მიდით… ჟირონა გაასხავს იმედია… მეორეზე მაინც უნდა დავსრულოთ წელი.