Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” სერხიო ბუსკეტსს შეთავაზება უკვე გაუგზავნა, ახლა კი გადაწყვეტილება თავად კაპიტანმა უნდა მიიღოს.
ახალი წინადადების დეტალები უცნობია, მაგრამ კატალონიური კლუბი ვეტერანი ფეხბურთელისთვის 1-წლიანი კონტრაქტისა და ხელფასის საგრძნობლად შემცირების შეთავაზებას აპირებდა. თუმცა, გამორიცხული არაა, “ბარსამ” მას 1+1-წლიანი ხელშეკრულებაც გაუფორმოს.
“ინტერ მაიამისა” და სხვა კლუბების ინტერესის ფონზე, ბუსკეტსი გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს.

ბუსკეტსი მესის ელოდება, თუ ლეო წავა მაიამში მაშინ ეგეც იქით გაუბერავს.